სიღნაღში, ბოდბის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხედარი იპოვეს.
არსებული ცნობით, გარდაცვლილი მონასტრის ავტოსადგომზე მუშაობდა და წარმოშობით სოფელ ნუკრიადან არის.
წინასწარი ინფორმაციით, კაცს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, გარდაცვლილი ბოლო დროს ხშირად ავადმყოფობდა.