Home დღის ამბები ეკონომიკა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2023 წელს 24.3 მილიარდი ლარი იქნება

ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2023 წელს 24.3 მილიარდი ლარი იქნება

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2023 წელს 24.3 მილიარდი ლარი იქნება.

მისივე თქმით, მომდევნო წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ის ფარგლებშია, ნომინალური მშპ-ს პროგნოზი 80 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი $7500 დოლარს გაუტოლდება.

ამასთან, 2023 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 18.5 მილიარდი ლარით განისაზღვრება. ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2.8% იქნება.

პრემიერის თქმით, ბიუჯეტი მთავრობამ კონსერვატიული მიდგომით დაგეგმა.