Home დღის ამბები ეკონომიკა ბიტკოინი ერთ კვირაში 13%-ით გაძვირდა

ბიტკოინი ერთ კვირაში 13%-ით გაძვირდა

პირველად, ივნისის შუა რიცხვების მერე, ბიტკოინის ფასმა 22 ათას დოლარამდე მოიმატა. კრიპტო ბაზრის კაპიტალიზაცია კვლავ 1 ტრილიონ დოლარს დაუბრუნდა, შესაბამისად, კრიპტოვალუტის ყოველკვირეულმა ზრდამ, შესაძლოა 13%-ს მიაღწიოს. ეს არის ყველაზე დიდი ყოველკვირეული ზრდა 2021 წლის შემდეგ.

CoinGecko-ს ინფორმაციით, ბოლო დროს ზრდა აჩვენა ასევე ალტერნატიულმა ტოკენებმა Ether, Avalanche და Solana. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში კრიპტობაზრის მოცულობა თითქმის 2 ტრილიონით შემცირდა.

IDX Digital Assets-ის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის, ბენ მაკმილანის თქმით, რისკის ბაზრები ყველგან იზრდება, რის გამოც კრიპტოვალუტა უფრო მაღალ ფასად ივაჭრება. თუმცა, ბევრი კრიპტო-ინვესტორი კვლავ ცუდის მოლოდინშია, უახლოესი წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე.

ექსპერტები თვლიან, რომ კრიპტოვალუტის ბროკერების დაშლისა და ბირჟების გაკოტრების შემდეგ, ინვესტიციების არდაბრუნების შიში გაჩნდა იმ ინვესტორებშიც კი, რომლებმაც შეძლეს გადარჩენა უკანასკნელი ვარდნის დროს. Tribe Capital-ის პარტნიორის ჯარედ მადფესის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრიპტოვალუტებიდან გრძელვადიანი ზრდა გეოპოლიტიკური პრობლემების გადაჭრის გარეშე იყოს მოსალოდნელი.