Home დღის ამბები ეკონომიკა ბიტკოინის ფასმა კვლავ კლება დაიწყო

ბიტკოინის ფასმა კვლავ კლება დაიწყო

პირველად, ივნისის შემდეგ ბიტკოინის ფასმა 25 ათას დოლარს მიაღწია, თუმცა უკანასკნელი საათების განმავლობაში, კრიპტოვალუტამ კვლავ კლება დაიწყო. ამჟამად, მისი ღირებულება 24,043 დოლარს შეადგენს. ეს კი დაახლოებით 50%-ით ნაკლებია, ვიდრე ერთი წლის წინ ამავე პერიოდის მაჩვენებელი იყო.

დღევანდელი მონაცემებით, კლებამ 273.10 დოლარი შეადგინა, რაც საშუალოდ 1.12%-ია.

შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტის ფასმა ივნისის შუა რიცხვებში 18 ათას დოლარამდე დაიკლო, ეს კი 2020 წლის ბოლოს შემდეგ, მინიმუმს პირველად წარმოადგენდა. ყველაზე ძვირი – 68 ათასი დოლარი, ბიტკოინი 2021 წლის ნოემბერში ღირდა.