Home დღის ამბები ეკონომიკა ბინები წლიურად 15%-ით გაძვირდა

ბინები წლიურად 15%-ით გაძვირდა

2022 წლის აგვისტოში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 689 ერთეული შეადგინა და წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 26%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა კი 44%-ით, 190 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ collier-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, 2022 წლის აგვისტოში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 35%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ძირითადად განპირობებულია მედიუმ და პრემიუმ სეგმენტების მნიშვნელოვანი ზრდით. ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 10%-ით არის გაზრდილი.

„2022 წლის აგვისტოში თბილისში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გაორმაგდა, პრემიუმ სეგმენტში კი მაჩვენებელი 153%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა.

ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 15%-ით არის გაზრდილი და აგვისტოში 795 აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 13%-ით გაიზარდა ქალაქის ფართო ცენტრში – გარეუბნებსა და ქალაქის ცენტრში კი – 9% და 16%-ით. ძველ ბინებს რაც შეეხება, ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებში 12%-იანი ზრდა ფიქსირდება, ფართო ცენტრში კი მაჩვენებელი 14%-ით გაიზარდა,“ – აღნიშნულია კვლევაში.