Numbeo-მ 96 ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი შეისწავლა. კვლევაში მონაწილეთაგან 1 ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი ლიბიაში ღირს.
რაც შეეხება საქართველოს, ის 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. აღნიშნული კვლევის თანახმად, 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი საქართველოში 1.18-დოლარს შეადგენს.
ყველაზე ძვირი:
ჰონგ-კონგი (ჩინეთი) – 3.01 დოლარი
სინგაპური – 2.09 დოლარი
ფინეთი – 2.08 დოლარი
ნიდერლანდები – 2.06 დოლარი
შვეიცარია – 2.05 დოლარი
ალბანეთი – 2.05 დოლარი
დანია – 2.04 დოლარი
საბერძნეთი – 2.04 დოლარი
ურუგვაი – 2.01 დოლარი
ნორვეგია – 1.96 დოლარი
ყველაზე იაფი:
ლიბია – 0.03 დოლარი
ეგვიპტე – 0.25 დოლარი
ალჟირი – 0.33 დოლარი
ქუვეითი – 0.34 დოლარი
მალაიზია – 0.43 დოლარი
ვენესუელა – 0.50 დოლარი
ყაზახეთი – 0.52 დოლარი
ბოლივია – 0.54 დოლარი
კატარი – 0.57 დოლარი
რუსეთი – 0.57 დოლარი