კომერციულმა ბანკებმა 2022 წლის 9 თვის განმავლობაში, საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 69,869 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.
როგორც კომერციული ბანკების 2022 წლის მესამე კვარტლის ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „საქართველოს ბანკმა“ მიიღო – 16,109 მლნ ლარი. ხუთეულში არიან: „კრედო ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“ და „ქართუ ბანკი“.
საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული ყველაზე მეტი შემოსავლით, ტოპ-5 ბანკის ჩამონათვალი ასეთია:
„საქართველოს ბანკი“ – 16 109 524 ლარი
„კრედო ბანკი“ – 14 329 839 ლარი
„თიბისი ბანკი“ -13 327 807 ლარი
„ქართუ ბანკი“ – 12 241 153 ლარი
„ლიბერთი ბანკი“ – 8 811 479 ლარი
რაც შეეხება სხვა ბანკებს, მონაცემები ასე გამოიყურება: „ხალიკ ბანკი საქართველო“ – 1 829 485 ლარი; „ტერა ბანკი“ – 1 967 035 ლარი; „პროკრედიტ ბანკი“ – 458 228 ლარი; „პაშა ბანკი“ – 588 591 ლარი; „ზირაათ ბანკი“ – 160 951 ლარი და „სილქ ბანკი“ – 45 309 ლარი.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, „იშ ბანკი საქართველოს“ და „ბაზის ბანკს“ ჯარიმებიდან და საურავებიდან შემოსავალი არ მიუღიათ.
ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 14 კომერციული ბანკი ოპერირებდა.