Home დღის ამბები ეკონომიკა ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება 67,3 მლნ-ით გაიზარდა

ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება 67,3 მლნ-ით გაიზარდა

2022 წლის აპრილის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 309.5 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის “საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია” ნათქვამი.

მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 67,3 მლნ ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2021 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 242.2 მლნ ლარი იყო.

ამასთან, სებ-ის 2022 წლის აპრილის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 28.8 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2021 წლის ამავე პერიოდში 51.2 მლნ ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა.

გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, აპრილში 7.6 მლნ ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 22.1 მლნ ლარი იყო.