ბაკურციხე-წნორის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, საჭიროა განხორციელდეს ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყის და სატრანსპორტო კვანძის დაერთების სამუშაოები, რისთვისაც საჭიროა ერთი კვირის განმავლობაში, მოხდეს ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყისა და ბაკურციხე-წნორის საავტომობილო კვანძის დაკეტვა, რათა სამუშაოების წარმოება განხორციელდეს უმოკლეს დროში და მოძრაობის უსაფრთხოების სრული დაცვით.
საავტომობილო დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში მიმოსვლა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის და გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის გამოყენებით.