ბაკურციხე-გურჯაანის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
შეგახსენებთ, რომ ბაკურციხე-წნორის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყის და ბაკურციხე-წნორის სატრანსპორტო კვანძის დაერთების სამუშაოების ჩატარების მიზნით, ერთი კვირის განმავლობაში ბაკურციხე-გურჯაანის საავტომობილო გზით სარგებლობა აკრძალული იყო.