ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბაისუბნის და კართუბნის თემში შემავალ, სოფლის მაცხოვრებლებს შეხვდა.
„თითოეულ სოფელში მოქალაქეებთან შეხვედრა, მათი პრობლემების მოსმენა და გადაჭრის გზების ერთობლივად დასახვა, უკვე კარგ პრაქტიკადაა ქცეული. მსგავსი პირდაპირი კომუნიკაცია აუცილებელია. სოფლის კრებაზე მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეტაპობრივად იგეგმება და ხორციელდება, ყველა ის საჭიროება, რომელიც აწუხებს მოქალაქეს“, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით, ზემო მსხალგორში, დასასვენებელი სკვერი მოეწყობა, სოფელ ბაისუბანში სასაფლაოს კეთილმოეწყობა, ხოლო პატარაგორში სასაფლაოზე მისასვლელი გზა მოწესრიგდება.
კართუბნის თემში, სოფელ ბოლოკიანისა და კართუბნის მცხოვრებლების გადაწყვეტილებით, წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფელ ბოლოკიანში სანიაღვრე არხი მოეწყობა, სანიაღვრე არხის მოწყობა გადაწყდა , ასევე, სოფელ ნაწისქვილარში, სოფელ ნაინდროვალში კი, დღის წესრიგში, გზის მოხრეშვაა დაგეგმილი.