2 წლის გოგონა, რომელიც სხეულის მძიმე დაზიანებით გურჯაანის კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალსში” იმყოფებოდა, თბილისში გადმოიყვანეს. როგორც ცნობილია, ბავშვს დამწვრობებიც აღენიშნება.
როგორც გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, გელა ორველაშვილმა აღნიშნა, ბავშვის მდგომარეობა საყურადღებოა.
“2 წლის ბავშვია შემოყვანილი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. მას აღენიშნება მუცლის არეში არეში, ასევე მუცლის შებერილობა და დამწვრობის მიდამოები მუცლის წინა კედელსა და ორივე ქვემო კიდურის არეში. ბავშვის მდგომარეობა საყურადღებოა და გადავიყვანთ თბილისში” – აღნიშნა ექიმმა.
ბავშვის ბებიის თქმით, მცირეწლოვანს დაზიანებები, სავარაუდოდ, დედამ მიაყენა. როგორც ის ამბობს, მშობლის მხრიდან ძალადობას მანამდეც ჰქონდა ადგილი.
“დაზიანებები აქვს სხეულზე, აქვს სახეზე, ხელზე და დამწვარია. მე არ დამინახავს, რომ სცემდა(დედა), თუ რას აკეთებდა, მაგრამ ხელები დასიებული ჰქონდა. თვითონ აღიარა, რომ ჩემგან არის ესენი ნატკენიო. სცემდა ხოლმე, იატაკზე ახეთქებდა. მე ვუთხარი, რატომ აკეთებ მეთქი? სულ შავი ჰქონდა ბავშვს თვალი, დალურჯებული” – ამბობს ბებია.