„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს.
ოგორც სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განუცხადა, ესებუას სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე არსებობდა, რის გამოც იმალებოდა.
„ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, შესაბამისად, იმ პოზიციაზეა, რაზეც ჩვენ თავიდანვე ვიყავით. 2023 წლის 20 თებერვალს, ჩვეულებრივად გავაგრძელებთ პროცესს, სადაც თვითონაც მოიყვანენ. ის არანაირ ბრალს – „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებას არ აღიარებს.
რაც მან მითხრა, ეს იყო, რომ მისი სიცოცხლის განადგურების საფრთხე არსებობდა, რეალური შიში ჰქონდა ამის და აქედან გამომდინარე იმალებოდა.
რაც შეეხება იმას, სად იმყოფებოდა, არ მისაუბრია, რადგან მასთან პირველად შევედი, ახლა გავიცანი, შესაბამისად, დეტალებს არ ჩავღრმავებივარ, ზოგადად ვისაუბრეთ“, – განაცხადა ჯანაშიამ.
ცნობისთვის, 2-წლიანი ძებნის შემდეგ, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა დღეს დააკავეს.
ბადრი ესებუას დაკავება სოფელ ჯიხაშკარში, მისი ნათესავების სახლში მოხდა. ბადრი ესებუა ჯიქიების სახლში იმალებოდა. სწორედ იქ დაადგა თავს მას წუხელ პოლიცია და ჩატარდა სპეცოპერაცია. ამ დრომდე პოლიციაში იმყოფებიან ჯიქიებიც, შესაძლოა, მათ ინფორმაციის შეუტყობინებლობისთვის ბრალიც წაუყენონ.