ბაგებში, მანქანაში, ცეცხლსასროლი იარაღით ბიზნესმენი, ლევან კაჭარავა მოკლეს. ბიზნესმენი 53 წლის იყო. ლევან კაჭარავა კომპანია Silk Road Group-ის თანადამაარსებელი იყო. ამასთან, მანვე დაარსა კომპანიების ჯგუფი MULTIPLEX, რომლის ძირითადი საქმიანობის სფეროები ენერგეტიკა და ლოჯისტიკაა.
რაც შეეხება მომხდარს, არსებული ინფორმაციით, ბაგებში ურთიერთშელაპარაკება საყოფაცხოვრებო ნიადაგს უკავშირდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.