ახმეტის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობის საერთო კრებები აქტიურად მიმდინარეობს.
საერთო კრებების შეხვედრები დღეს ხორბალოში, ზემო ალვანსა, ქვემო ალვანში (თუშეთის მოსახლეობათან) გაიმართა. შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური და მერის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილი ესწრებოდნენ.
სოფლებში განსახორციელებელ პრიორიტეტულ პროექტთა შორის ადგილობრივებმა ეზოს სათამაშოებისა და სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია დაასახელეს.