ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ მატანთან გვიან ღამით მოხდა.
მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა რა დროსაც სამი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ორი კი მკურნალობას კლინიკაში განაგრძნობს.
გარდაცვლილი 50 წლამდე გებიშ ხანგოშვილია, რომელიც პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრის ხასო ხანგოშვილის შვილია.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობდა.