გადაუღებელი წვიმის შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი კასრისწყალი დაიტბორა, რომელიც ტერიტორიულად დედოფლისწყაროში მდებარეობს.სკოლის დირექტორ გიორგი ბუღრიძის ინფორმაციით, წყალი საჯარო სკოლის შენობასა და იქვე საცხოვრებელი სახლებში შევარდა. გადანაგურებულია საოჯახო ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
“საკლასო ოთახები და პირველ სართულზე შენობის თითქმის ყველა ოთახი წყალში დგას,. საიდან მოვიდა ამხელა ღვარცოფი არ ვიცი, ასეთი რამ აქ არ მახსოვს. საშინელება ხდება. ახლა ვცდილობ მოვახდინო საჯარო სკოლის ინვენტარის და შესაბამისი დოკუმენტაციის გადარჩენა”,