ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2023 წლის ნოემბრის თვეში დახმარება გაეწია 238 ბენეფიციარს და გაიხარჯა სულ 59 342,49 ლარი, კერძოდ:
ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება, აგრეთვე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული და მოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები დაუფინანსდა 93 ბენეფიციარს – 41 289 ლარით;
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და სისტემური წითელი მგლურას მქონე, აგრეთვე, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმღები პირებისთვის ( 13 ბენეფიციარი) დაფინანსდა 3 370 ლარის ღირებულების მედიკამენტები;
განსაკუთრებულ შემთხვევებში სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის „ დასკვნის საფუძველზე დაფინანსდა 5 ბენეფიციარი – 3 194 ლარით;
პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში დაფინანსდა 5 ოჯახი – 950 ლარი;
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 11 პირს დაუფინანსდა ტრანსპორტირების ხარჯი – 1100 ლარით;
ლოგინსმიჯაჭვული და სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე 91 პირს დახმარება გაეწია – 4534,19 ლარის ოდენობით;
დიაბეტით და სხვა ფერმენტოპათიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვთა შესაბამისი კვების პროდუქტების შესაძენად დახმარება გაეწია – 7 ბენეფიციარს – 700 ლარი;
ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში დახმარება გაეწია 1 ოჯახს – 1500 ლარის ოდენობით.
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს (10 ბენეფიციარი) – დაუფინანსდა ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გადასახადი – 1 500 ლარი;
პირველი ჯგუფის უსინათლოთათვის განკუთვნილი დახმარება გაიცა 1 ბენეფიციარზე – 300 ლარი
100 წელს გადაცილებულ 1 პირზე გაიცა დახმარება – 500 ლარის ოდენობით.
მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთათვის გაიცა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტები – 405,3 ლარის ოდენობით;