ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში კორპუსის გადახურვის სამუშაოები დასკვნის ეტაპზეა. სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავი სრულად ახლით შეიცვალა. სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური რეჟიმით მიმდინარეობდა.
“ძლიერმა ქარმა კოროუსის სახურავი დააზიანა. ჩვენ მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება, რადგან წვიმის დროს არაებობდა საშიშროება მოსახლეობას წყალი ოთახებში ჩასვლოდა. ძველი სახურავი მთლიანად ახლით იცვლება. სამუშაოები ორაქტიკულად დასრულებულია”- განაცხადა ახმეტის მერის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილმა.