ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებას დაესწრო და საკრებულოს თავმჯდომარესთან, იოსებ ქარუმაშვილთან ერთად შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ჩატარდა თემატური ღონისძიება ადგილობრივი ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.
ღონისძიებას 103 წლის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი დიმიტრი ვეშაგურიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მერმა ომის ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.