ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა , 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა, რომელსაც მოსახლეობა, საჯარო მოხელეები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
საჯარო შეხვედრა, ახმეტის კულტურის სახლში გაიმართა, სადაც ალექსი ფიცხელაურმა წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
საქართველოს ორგანული კანონის – ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ, გაწეული მუშაობის შესახებ საკუთარ ამომრჩეველს ანგარიში წარუდგინოს.