ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2024 წლის ივლისის თვეში დახმარება გაეწია 375 ბენეფიციარს და გაიხარჯა სულ 92 690 ლარი, კერძოდ:
ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება, აგრეთვე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული და მოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები დაუფინანსდა 127 ბენეფიციარს – 53 055 ლარით;
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური (კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის შემთხვევაში ასევე 18 წლამდე ასაკის ბავშვები), სისტემური წითელი მგლურას და გაფანტული სკლეროზის მქონე, აგრეთვე, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმღები პირებისთვის ( 20 ბენეფიციარი) დაფინანსდა 8 550 ლარის ღირებულების მედიკამენტები;
,,განსაკუთრებულ შემთხვევებში სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის „ დასკვნის საფუძველზე დაფინანსდა 4 ბენეფიციარი – 4 135 ლარით;
პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში დაფინანსდა 7 ოჯახი – 1700 ლარის ოდენობით;
95 წელს გადაცილებულ 3 ბენეფიციარზე გაიცა დახმარება – 1200 ლარის ოდენობით;
პირველი ჯგუფის უსინათლოთათვის განკუთვნილი დახმარება გაიცა 1 ბენეფიციარზე – 350 ლარი;
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 11 პირს დაუფინანსდა ტრანსპორტირების ხარჯი – 1 650 ლარით;
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს (3 ბენეფიციარი) – დაუფინანსდა ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გადასახადი – 600 ლარი;
100 წელს გადაცილებულ 1 პირზე გაიცა დახმარება -600 ლარის ოდენობით;
ლოგინსმიჯაჭვული და სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე 191 პირს დახმარება გაეწია – 19 100 ლარის ოდენობით;
დიაბეტით და სხვა ფერმენტოპათიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვთა შესაბამისი კვების პროდუქტების შესაძენად დახმარება გაეწია – 5 ბენეფიციარს – 750 ლარის ოდენობით:
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების ერთჯერადი დახმარება გაიცა 1 ბენეფიციარზე – 500 ლარის ოდენობით;
ომის ვეტერანთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის დახმარება გაეწია 1 პირს – 500 ლარის ოდენობით;