ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, როგორც მერების შეთანხმების ხელმომწერი, შეუერთდა ევროპის ენერგეტიკის კვირეულს და მდგრადი ენერგეტიკის დღეების აღსანიშნავად, ივნისს ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალში მოაწყო ექსკურსია სკოლის მოსწავლე ახალგაზრდებისთვის.
ახმეტის მუნიციპალიტეტი საქართველოს 23 მუნიციპალიტეტთან ერთად ,,მერების შეთანხმების’’ მემორანდუმის ხელმომწერი მუნიციპალიტეტია.
ცნობისთვის- პროგრამა – „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით – კლიმატის ცლილებებისა და ენერგეტიკისთვის“ ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით და მისი მიზანია ხელმომწერმა მუნიციპალიტეტებმა 2030 წლისათვის მინიმუმ 30%-ით შეამცირონ CO2 -ის და სხვა სათბური აირების ემისია საკუთარი ტერიტორიებიდან ენერგოეფექტურობისა და ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისების საშუალებებით.