Home დღის ამბები ახმეტის დეპუტატის თონეში პური გაძვირდა

ახმეტის დეპუტატის თონეში პური გაძვირდა

ახმეტის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატის არჩილ შათირიშვილის  კუთვნილ პურის საცხობში ე.წ. თონეში დღეს პური გაძვირდა.

ერთი ცალი პურის ღირებულება 1 ლარი გახდა, თუმცა გუშინ მომხმარებლებს 0. 70 თეთრად პურის ყიდვა შეეძლოთ.

mak.ge დაუკავშირდა დეპუტატს, მაგრამ საკრებულოს წევრმა ტელეფონზე ვინაობა დამალა და ტელეფონი გათიშა.