ქალაქ ახმეტაში ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელობის ძიუდოს დარბაზში სტუმრად იმყოფებოდნენ ტიტულოვანი მოჭიდავეები ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნესტორ ხერგიანი, ირაკლი ცირეკიძე, ჭაბუკების მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიზილაშვილი და ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები.
ჩემპიონებმა ახმეტელ ძიუდოისტებს მასტერკლასები ჩაუტარეს და თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.
აღნიშნულ შეხვედრას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური მოადგილეებთან და ადგილობრივი სპორტის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.