ომარ ჯველაური ფიცრულში მარტო ცხოვრობს. მძიმეა მისი საცოხვრებელი პირობები, რომელსაც არც საწოლი აქვს, არც ტელევიზორი და ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ახმეტის მერის იოსებ ქარუმაშვილის განმარტებით, მას მარტოხელა ადამიანის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს, რის შემდეგად მოხუცის დასახმარებლად მერიამ შესამაბისი გადაწყვეტილება მიიღო.
“მერია უკვე აქტიურად მუშაობას ამ ადამიანის დასახმარებლად. მერიის თითოეული თანამშრომელი მზად არის გაიღოს გარკვეული თანხა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ხანდაზმულს შევუქმნათ საცხოვრებლად ელემენტარული პირობები. გადაწყვეტილია, რომ უახლოეს დღეებში მოხდება მისთვის ელექტროენერგით მომარაგება, საოჯახო ავეჯით და საწოლით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ადამიანის დასახმარებლად “- ამბობს ახმეტის მერი.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია მარტოხელა მოხუცის დასახმარებლად ერთიანდება. ადგილობრივი მერიის ყველა სამსახურის თანამშრომლის მიერ თანხა გროვდება, რათა ახმეტის მუნიციპალიეტის სოფელ დედისფერულში მცხოვრებ ხანდაზმულს დაეხმარნენ.