ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2024 წლის მარტის თვეში დახმარება გაეწია 327 ბენეფიციარს, რაზეც ჯამში- 76 898 ლარი გაიხარჯა.
” კერძოდ:
ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება, აგრეთვე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული და მოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები დაუფინანსდა 91 ბენეფიციარს – 38 985 ლარით;
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური (კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის შემთხვევაში ასევე 18 წლამდე ასაკის ბავშვები), სისტემური წითელი მგლურას და გაფანტული სკლეროზის მქონე, აგრეთვე, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმღები პირებისთვის ( 15 ბენეფიციარი) დაფინანსდა 5 613 ლარის ღირებულების მედიკამენტები;
,,განსაკუთრებულ შემთხვევებში სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის „ დასკვნის საფუძველზე დაფინანსდა 3 ბენეფიციარი –
1 050 ლარით;
პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში დაფინანსდა 5 ოჯახი – 1150 ლარის ოდენობით;
პირველი ჯგუფის უსინათლოთათვის განკუთვნილი დახმარება გაიცა 6 ბენეფიციარზე – 2 100 ლარი;
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 10 პირს დაუფინანსდა ტრანსპორტირების ხარჯი – 1 500 ლარით;
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს (11 ბენეფიციარი) – დაუფინანსდა ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გადასახადი – 2 200 ლარი;
ლოგინსმიჯაჭვული და სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე 165 პირს დახმარება გაეწია – 16 500 ლარის ოდენობით;
დიაბეტით და სხვა ფერმენტოპათიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვთა შესაბამისი კვების პროდუქტების შესაძენად დახმარება გაეწია – 5 ბენეფიციარს – 750 ლარი
დაუნის სინდრომის მქონე პირთა ერთჯერადი დახმარება გაეწია 7 ბენეფიციარს – 2 450 ლარის ოდენობით;
აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწია 6 ბენეფიციარს – 2 100 ლარის ოდენობით;
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების ერთჯერადი დახმარება გაიცა 2 ბენეფიციარზე – 1000 ლარის ოდენობით;
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების ბინის ქირით უზრუნველყოფისთვის დახმარება გაიცა 1 ბენეფიციარზე – 1 500 ლარის ოდენობით” ,- აღნიშნავენ ახმეტის მერიაში.