ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2021 წლის მარტის თვეში დახმარება გაეწია 132 ბენეფიციარს და გაიხარჯა სულ 48 114 ლარი კერძოდ:
![?](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tac/1/16/1f4cc.png)
ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება, აგრეთვე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები დაუფინანსდა 79 ბენეფიციარს – 31 254 ლარით;
![?](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tac/1/16/1f4cc.png)
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე 9 ბენეფიციარისათვის დაფინანსდა 3 800 ლარის ღირებულების მედიკამენტები;
![?](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tac/1/16/1f4cc.png)
,,განსაკუთრებულ შემთხვევებში სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის „ დასკვნის საფუძველზე დაფინანსდა 7 ბენეფიციარი – 4 640 ლარით;
![?](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tac/1/16/1f4cc.png)
პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში (5 ოჯახი) 900 ლარი;
![?](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tac/1/16/1f4cc.png)
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს (7 ბენეფიციარი)- დაუფინანსდა ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გადასახადი – 700 ლარი;
![?](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tac/1/16/1f4cc.png)
პირველი ჯგუფის უსინათლოთათვის განკუთვნილი დახმარება გაიცა 4 ბენეფიციარზე 800 ლარი;
![?](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tac/1/16/1f4cc.png)
95 წელს გადაცილებულ 5 ბენეფიციარზე გაიცა დახმარება 750 ლარის ოდენობით;
![?](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tac/1/16/1f4cc.png)
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 11 პირს დაუფინანსდა ტრანსპორტირების ხარჯი 770 ლარით;
![?](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tac/1/16/1f4cc.png)
ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცა 2 ბენეფიციარზე – 3 000 ლარის ოდენობით;
![?](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tac/1/16/1f4cc.png)
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების ერთჯერადი დახმარება გაიცა 3 ბენეფიციარზე – 1 500 ლარის ოდენობით.