ა.ა.ი.პ სკოლისგარეშე სასპორტო- საგანმანათლებლო დაწესებულება ახმეტის ზვიადაურის სახელობის კომპლექსური სასპორტო გაერთიანების და ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით, ქალაქ ახმეტაში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე არსებულ ღია საჭიდაო არენაზე გაიმართა საქართველოს 5-გზის აბსოლუტური ფალავანის ზაქარია ბაკურაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საქართველოს პირველობა ქართულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის.
” შეჯიბრს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ქარუმაშვილი ესწრებოდნენ.
🥋ჩვენმა მოჭიდავეებმა აღნიშნულ შეჯიბრზე დამაჯერებლად მოიპოვეს შემდეგი ადგილები:
ისლამ წინწალაშვილი -100 კგ.
მათე ჩაფურიშვილი-90 კგ.
იბრაჰიმ მარგოშვილი-70 კგ.
მწვრთნელები: ზეზვა შათირიშვილი და რამზან წინწალაშვილი.
გამარჯვებულებს სიგელები, მედლები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ”,- აღნიშნავენ ახმეტის მერიაში.