კახეთის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ეგიდითა და ა(ა)იპ სკოლის გარეშე სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულება – ახმეტის ზვიადაურის სახელობის კომპლექსური სასპორტო გაერთიანების ხელშეწყობით ქალაქ ახმეტაში, ანზორ ქიბროწაშვილის სახელობის ჭიდაობის დარბაზში გაიმართა გუნდური შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში.
ტურნირი გაიმართა 2010-2011 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის.
პირველი ადგილის მფლობელი ახმეტის გუნდი გახდა, მეორე ადგილი დაიკავა საგარეჯოს გუნდმა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე თელავი გავიდა.