ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სათიანოს უბანში, კორტებზე ექსტრემალური სპორტული თამაშის, ფეინთბოლის, ჩემპიონატი გაიმართა.
შეჯიბრებაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 65 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. დაკომპლექტებული 13 გუნდიდან, გამარჯვება მეორე საშუალო სკოლის გუნდმა „ ზეტი” მოიპოვა, რომელიც ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის მიერ გამართულ, საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
ცნობისთვის, გამარჯვებულ გუნდს საპატიო თასი გადაეცა.