ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
მუნიციპიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური – ზემო ხოდაშენისა და აწყურის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე გამოიკვეთა ისეთი პრიორიტეტული საკითხები, როგორებიცაა- შიდა საუბნო გზები, სასმელი და სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხების მოწესრიგება და გარე სავარჯიშოების მოწყობა.