ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2021 წლის მარტის თვეში დახმარება გაეწია 153 ბენეფიციარს და გაიხარჯა სულ 48 185 ლარი კერძოდ:
ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება, აგრეთვე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები დაუფინანსდა 82 ბენეფიციარს – 31 410 ლარით;
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე 10 ბენეფიციარისათვის დაფინანსდა 3 225 ლარის ღირებულების მედიკამენტები;
,,განსაკუთრებულ შემთხვევებში სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის „ დასკვნის საფუძველზე დაფინანსდა 9 ბენეფიციარი – 5 280 ლარით;
პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში (9 ოჯახი) 1 400 ლარი;
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს (10 ბენეფიციარი)- დაუფინანსდა ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გადასახადი – 1000 ლარი;
პირველი ჯგუფის უსინათლოთათვის განკუთვნილი დახმარება გაიცა 4 ბენეფიციარზე 800 ლარი;
95 წელს გადაცილებულ 1 ბენეფიციარზე გაიცა დახმარება 150 ლარის ოდენობით;
დაუნის სინდრომის მქონე 10 პირზე გაიცა დახმარება 2 000 ლარის ოდენობით;
აუტისტური სპექტრის მქონე 3 პირზე გაიცა დახმარება 600 ლარის ოდენობით;
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 11 პირს დაუფინანსდა ტრანსპორტირების ხარჯი 770 ლარით;
ომის ვეტერანთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯი 1 ბენეფიციარს – 250 ლარის ოდენობით;
რეინტეგრირებულ ბავშვთა ბიოლოგიური ოჯახების ერთჯერადი დახმარება – 2 ბენეფიციარი – 1000 ლარის ოდენობით;
ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცა 1 ბენეფიციარზე – 300 ლარის ოდენობით.