Home რეგიონი ახმეტა ახმეტაში მაისის თვეში‭ ‬დახმარება – ‭407‬ ბენეფიციარს გაეწია

ახმეტაში მაისის თვეში‭ ‬დახმარება – ‭407‬ ბენეფიციარს გაეწია

ახმეტის‭ ‬მუნიციპალიტეტის‭ ‬მერიის‭ ‬ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვისა ‭ ‬და‭ ‬სოციალურ‭ ‬ საკითხთა‭ ‬სამსახურის‭ ‬პროგრამის‭ ‬ფარგლებში‭ 202‭4‬ ‬წლის‭ ‬ მაისის თვეში‭ ‬დახმარება გაეწია ‭407‬ ბენეფიციარს, რაზეც ჯამში-  ‭102 093,5‭ ‬‬ლარი გაიხარჯა.

” ‭‬ეკონომიკურად‭ ‬გაჭირვებულ‭ ‬და‭ ‬სოციალურად‭ ‬დაუცველ‭ ‬მოქალაქეთა‭ ‬სტაციონარული‭ ‬მკურნალობის‭, ‬ოპერაციისა‭ ‬და‭ ‬ლაბორატორიული‭ ‬გამოკვლევების‭ ‬დაფინანსება‭, ‬აგრეთვე‭, ‬ცერებრალური‭ ‬დამბლით‭ ‬დაავადებულ‭ ‬და‭ ‬სხვა‭ ‬ფსიქომოტორული‭ ‬და მოტორული პათოლოგიის‭ ‬მქონე‭ ‬ბავშვთა‭ ‬რეაბილიტაციისათვის‭ ‬საჭირო‭ ‬პროცედურები‭ ‬დაუფინანსდა‭ ‭98 ‬ ‬ბენეფიციარს‭ – ‭49 035‬ ‬ლარით‭;

‬დიალიზის‭ ‬სახელმწიფო‭ ‬პროგრამით‭ ‬მოსარგებლე‭, ‬ონკოლოგიური‭ ‭(‬კეთილთვისებიანი‭ ‬სიმსივნის‭ ‬‬დიაგნოზის‭ ‬შემთხვევაში‭ ‬ასევე‭ 18 ‬წლამდე‭ ‬ასაკის‭ ‬ბავშვები‭), ‬სისტემური‭ ‬წითელი‭ ‬მგლურას‭ ‬და‭ ‬გაფანტული‭ ‬სკლეროზის‭ ‬მქონე‭, ‬აგრეთვე‭,‭ ‬ ‭ ‬‬ფსიქოტროპული‭ ‬მედიკამენტების‭ ‬მიმღები‭ ‬პირებისთვის (‭ ‭26‭ ‭ბენეფიციარი)‬ ‬‬‬დაფინანსდა‭ ‭11 990 ‬‬ლარის‭ ‬ღირებულების‭ ‬მედიკამენტები‭;

,,‬განსაკუთრებულ‭ ‬შემთხვევებში‭ ‬სოციალური‭ ‬პაკეტით‭ ‬განსაზღვრული‭ ‬დახმარების‭ ‬მსურველ‭ ‬პირთა‭ ‬განცხადებების‭ ‬განმხილველი‭ ‬კომისიის‭ „ ‬დასკვნის‭ ‬საფუძველზე‭ ‬დაფინანსდა‭ 4 ‬ბენეფიციარი‭ – ‬2 500‭ ‭ ლარით‬;‬

‬პირველი‭ ‬და‭ ‬მეორე‭ ‬ბავშვის‭ ‬შეძენის‭ ‬შემთხვევაში‭ ‬დაფინანსდა ‭3‭ ‬‬ოჯახი‭ ‬-‭ 700‭ ‬‬ლარის ოდენობით‭;‬

პირველი‭ ‬ჯგუფის‭ ‬უსინათლოთათვის‭ ‬განკუთვნილი‭ ‬დახმარება‭ ‬გაიცა‭ ‬1‭ ‬ბენეფიციარზე‭ ‬ – ‭350 ‬ლარი‭;‬

დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ‭ 10 ‬პირს დაუფინანსდა ტრანსპორტირების ხარჯი – 1 500 ‭ ლარით;‬

‬მარტოხელა‭ ‬მშობლის‭ ‬სტატუსის‭ ‬მქონე‭ ‬პირებს‭, ‬სოციალურად‭ ‬დაუცველ‭ ‬და‭ ‬მრავალშვილიან‭ ‬ოჯახებს (9 ‭ ‭ბენეფიციარი‬)‭ ‬-‭ ‬ ‭დაუფინანსდა‬ ‭ელექტროენერგიის‬ ‭და ბუნებრივი აირის გადასახადი‬ – ‬1 800‬ ‭ლარი;‭
‬‬
ლოგინსმიჯაჭვული და სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე ‭181 ‬ პირს‭ ‭ ‬‬დახმარება გაეწია – ‭18 100‬ ლარის‭ ‬ოდენობით‭;‬

დიაბეტით და სხვა ფერმენტოპათიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვთა შესაბამისი კვების პროდუქტების ‬შესაძენად დახმარება გაეწია – 5 ბენეფიციარს – ‭750‬ ლარის ოდენობით;

საქართველოს‭ ‬ ‭ ‬ტერიტორიული‭ ‬ ‭ ‬მთლიანობისთვის‭ ‬ ‭ ‬ბრძოლის‭ ‬ ‭ ‬მონაწილე‭ ‬ ‭ ‬შშმ‭ ‬ ‭ ‬ვეტერანთა‭ ‬ ‭ ‬დასვენებისა‭ ‬ ‭ ‬და რეაბილიტაციისთვის დახმარება გაეწია 1 პირს – ‭700‬ ლარის ოდენობით;

მეორე მსოფლიო ომის 1 ვეტერანს გაეწია ფულადი დახმარება -‭ 500‬ ლარის ოდენობით;

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს (3 ოჯახი) გაეწია დახმარება – ‭1 500‬ ლარის ოდენობით;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის (18 წლამდე) სააღდგომო კალათი – 39 ბენეფიციარი – ‭7601,1 ‬ლარის ოდენობით;

უდედმამო ბავშვებისთვის (18 წლამდე) სააღდგომო კალათი – 6 ბენეფიციარი – ‭1169,4 ‬ ლარის ოდენობით;

მაღალმთიან რეგიონში (თუშეთში) მცხოვრები ოჯახებისთვის სააღდგომო კალათი – 20 ბენეფიციარი – 3898 ლარის ოდენობით”,- აღნიშნავენ ახმეტის მერიაში.