ახმეტის კულტურის სახლში ინტელექტუალური თამაშის „რა, სად, როდის?“ საშემოდგომო თამაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ახმეტის მუნიციპალიტეტის ხუთმა საჯარო სკოლამ:
- ახმეტის პირველი საჯარო სკოლა ,,1121“
- ახმეტის მეორე საჯარო სკოლა „ინდიგო“
- მატნის I საჯარო სკოლა ,,არისტოტელე“
- ქვემო ალვანის პირველი საჯარო სკოლა „ბაქრაძე და ბიჭები“
- აწყურის საჯარო სკოლა ,,ჯიჯი’’.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი – ქ. ახმეტის №1 საჯარო სკოლა ,,1121“
II ადგილი – ქ.ახმეტის №2 საჯარო სკოლა ,,ინდიგო“
III ადგილი – ქვემო ალვანის საჯარო სკოლა ,,ბაქრაძე და ბიჭები“
წლის საუკეთესო მოაზროვნედ დასახელდა პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსი გაგანაშვილი.
თამაშის ჩატარება უზრუნველყო ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა.