ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ახმეტის კულტურის სახლში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების დაწყებამდე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა,საკრებულოს თავმჯდომარემ იოსებ ქარუმაშვილმა, ეროვნული გვარდიის მეოცე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის წარმომადგენლებმა და მოსახლეობამ, სოფელ ქვემო ალვანში, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მემორიალები გვირგვინებით შეამკეს.
ასევე, გვირგვინებით შეამკეს ქალაქ ახმეტაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალი.
დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარეობდა სპორტული აქტივობები.
26 მაისს სოფელ ქვემო ალვანში აღინიშნა ბახტრიონის აჯანყების მონაწილე გმირის, ზეზვა გაფრინდაულის სახელობის სახალხო დღესასწაული „ზეზვაობა“