ქალაქ ახმეტაში აქტიურად მიმდინარეობს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის სამშენებლო სამუშაოები.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. „ტერმინალი“ ასრულებს.
სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის 15 ნოემბერს.