ახმეტაში, აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ- საბავშვო ბაღების ცენტრის ხელმძღვანელი ქ-ნი თამარ ონიაშვილი, ცენტრის თანამშრომლები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები, მეთოდისტები და სპეც.ასისტენტები.
შეხვედრას უძღვებოდა, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენელი ქ-ნი ანასტასია ამისულაშვილი.
შეხვედეის მიზანი იყო, ცოდნის გაღრმავება აუტიზმის ირგვლივ არსებულ საკითხებთან დაკავშირებით.
” თავდაპირველად მოეწყო გაცნობითი სახის აქტივობა, ასევე ჩატარდა ჯგუფური სამუშაოები.
თანამშრომლებმა მიიღეს ცოდნა, რომელიც სამომავლოდ გამოადგებათ ბაღებში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობაში.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების ცენტრი მადლობას უხდის, მერიას, პროფკავშირების ხელმძღვანელ ქ-ნ ნაირა ქააძეს და ქ-ნ ანასტასია ამისულაშვილს, შეხვედრის ორგანიზებისათვის”,- აღნიშნავენ ახმეტის მერიაში.