ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში სტუმრად იმყოფებოდა დელეგაცია ისრაელიდან.
ადგილობრივი მერიის ინფორმაციით- დელეგაციას ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა უმასპინძლეს.
” ეკონომიკის კომიტეტის უფროსი, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის უფროსი ისრაელის პარლამენტში-ქნესეთში- დავიდ ბიტან;
ქნესეთის წევრი-სასონ გუეტა;
ლიქუდის პარტიის, წამყვანი პარტიის დირექტორი-ცური სისო;
ებრაული ნაციონალური ფონდის ვიცე პრეზიდენტი-შმუელ ელირან;
რიშონ ლეციონის მერიის თანამშრომელი-იოსი ხამამი და
ისრაელის სახლის” თავმჯდომარე- იციკ მოშე.
სტუმრად მოსულ დელეგაციას ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა მერიის ქალთა ოტახში ღონისძიება მოუწყეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ახმეტის მუნიციპალიტეტმა და ისრაელის ქალაქმა, რიშონ ლეციონმა მეგობრობის შესახებ მემორანდუმს ხელი 2022 წლის 16 მაისს მოაწერეს, რომლის მიზანს ერთობლივი ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ურთიერთობების დამყარება, განათლების დონის ამაღლება და სხვადასხვა სფეროებში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.