კონკურსში – “შემოქმედებითი კომპასი საქართველო” – ახმეტის მუნიციპალიტეტმა 5 000 ევროიანი გრანტი მოიპოვა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში კულტურის, შემოქმედებითი თუ სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურის ფიზიკური აღნუსხვა. შედეგად, შეიქმნება მსგავსი სივრცეების ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც შემდგომში გამოიყენება შემოქმედებითი მიზნებისთვის.
ცნობისთვის- აღნიშნული პროექტი, ევროკავშირის და გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებულია, მისი მიზანია რეგიონებში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა, რაც გრანტების, ტრენინგების, შესაბამისი სივრცეების შექმნითა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებით განხორციელდება.