ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის სპორტული კომპლექსი ოფიციალურად გაიხსნა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი ოფიციალურად გახსნეს – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ათაბეგაშვილმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი ზაუტაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ილია მზექალაშვილმა.
გახსნის ღონისძიებაზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ახალგაზრდული ნაკრების საჩვენებელი შეხვედრა გაიმართა.
ახალსოფლის მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი მოიცავს სპორტულ დარბაზსა და მაყურებლისთვის გათვლილ სივრცეს. ასევე, მოეწყო გასახდელი და გუნდების დაბინავებისათვის განკუთვნილი ოთახები.
სპორტული კომპლექსის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 1 მილიონ 788 ათასი ლარი შეადგინა.