ქალაქ გურჯაანში ახალი სანაგვე ურნების მონტაჟი მიმდინარეობს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 120 ურნა შეიძინა.
ახალი ნაგვის ურნებით, არსებული დაზიანებული ნაწილის შეცვლა მოხდება, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და დიდების მემორიალზეა განთავსებული.
აღნიშნული ურნების მონტაჟს ტენდერში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს.