Home რეგიონი ახმეტა ახალგაზრდული ფესტივალი ახმეტაში

ახალგაზრდული ფესტივალი ახმეტაში

ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს ,,ახალგაზრდული საბჭო“-ს წევრების ინიციატივითა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცეები, ფოტოზონები და პავილიონები. ჩატარდა ადგილობრივი ახალგაზრდა შემსრულებლების კონცერტი,ფერების ფესტივალი.
გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროდუქციის გამოფენა – გაყიდვა.
ფესტივალი ბენდი ,,მიქსტურას” და თიკა ჯამბურიას კონცერტით დასრულდა.