ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებულია.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) მიერ გამართულ 2022-2023 წწ. საუკეთესო პრაქტიკის ეროვნულ კონფერენციაზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი მოადგილესთან, ნინო ბატიაშვილთან ერთად დაესწრო.
ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობოს მიზნით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკა, სახელწოდებით „ახალგაზრდები მომავლისთვის“ საქართველოში 2022-2023 წწ. დანერგილ საუკეთესო პრაქტიკად იქნა აღიარებული.
„ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ახალგაზრდების ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ჩართულობის გაძლიერების მიზნით, ორდონიანი „ახალგაზრდული საბჭოები“ შევქმენით. საბჭოს წევრების მეშვეობით ხდება, პრობლემისა თუ ახალი იდეის გაჟღერება. ეს პრაქტიკა ეფექტურია, ის მეტად გვაახლოებს ახალგაზრდებთან და ახალგაზრდულ პრობლემების და გამოწვევების გადაჭრა/მოგვარების პროცესში გვეხმარება“, – აცხადებს კონკურსის ნომინაციაში -„ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობაში“ გამარჯვებული მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი.
ღონისძიება, ევროკავშირის (EU), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ასვე, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა.