პროექტი ,,ახალგაზრდები თანასწორობისთვის“ 5 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა. რომლის მიზანია, ახალგაზრდების ინფორმირება, ქალთა პოლიტიკურ როლზე და არჩევის მნიშვნელობაზე.
– ამ პროექტით ახალგაზრდები, კიდევ ერთხელ დაინახავენ ქალთა როლს და მნიშვნელობას, ახალი თაობისთვის საკმაოდ საინტერესო მეთოდით. – საუბრობს „მთავარი ამბები კახეთთან “პროექტის ხელმძღვანელი ნინო ბოჭორიძე
– აღნიშნული პროექტის სამიზნე აუდიტორია თელავში მცხოვრები 18 დან -25 წლამდე ახალგაზრდები არიან. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ასაკობრივი კატეგორიის ჯგუფის მიმართ თელავში ნაკლებია რაიმე სახის მოწოდება/პროექტები , ვფიქრობთ აღნიშნული პროექტი იქნება ინოვაციური და საინტეროსო.
ამ ასაკობრივ კატეგორიაში საქსტატის მონაცემებით თელავში დღეისათვის 800-1400 ადამიანი ცხოვრობს. (ძირითადად იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები) პროექტი თავისთავად გახლავთ საინფორმაციო კამპანია, რომელიც მოიცავს რამდენიმე ეტაპს, ესენია : ქალაქში არსებული 2 სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შენობის მოხატვა გრაფიტებით, სადაც ქალთა სიძლიერე ნათლად იქნება შინაარსით და მესიჯ ბოქსებით გამოსახული. აღნიშნული მესიჯ ბოქსები თავისთავად იქნება მოწოდება, რომელიც ახალგაზრდა თაობისთვის საკმაოდ მისაღები ფორმით იქნება გადმოცემული.
მეორე ეტაპი კი იქნება ვიდეო კამპანია, რომელიც ადგილობრივ მედიაში და სოციალურ ქსელში გავრცელდება, ორი ვიდეო კამპანია, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები, (სტუდენტები) ადგილობრივი თვითმართველობის, პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც გრაფიტებთან ისაუბრებენ ქალთა როლზე და აუცილებლობაზე პოლიტიკაში.
პროექტი პასუხობს შემდეგ გამოწვევებს:
საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გამოკვეთა და მსხვრევა;
ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრა ( ცნობიერების ამაღლების საშალებით);
ქალთა პოლიტიკური გაძლიერება;
პოლარიზაციის აღმოფხვრა და დაპირისპირებული მხარეების ერთი პრობლემის გარშემო გაერთიაება. აღნიშნული პროექტი პასუხობს პანდემიის პირობებსაც, აქედან გამომდინარე არ ვიყენებთ შეხვედრებს, ნივთების გაცვლას და სხვა საშიშ აქტივობებს. პროექტი ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით