Home რეგიონი ლაგოდეხი აფენის თემში, ახალი, მრავალფუნქციური სივრცის მშენებლობა დაიგეგმა.

აფენის თემში, ახალი, მრავალფუნქციური სივრცის მშენებლობა დაიგეგმა.

აფენის თემში, ახალი, მრავალფუნქციური სივრცის მშენებლობა დაიგეგმა.

მულტიფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, აფენის თემის მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, ხმათა უმრავლესობით გადაწყდა.

მრავალფუნქციურ შენობაში, სახელოვნებო, მუსიკალური და ცეკვის წრეებისთვის თანამედროვე სივრცეები განლაგდება, რაც ხელს შეუწყობს, როგორც აფენის თემის, ასევე მიმდებარე სოფლების ახალგაზრდებს, კულტურული, შემოქმედებითი უნარების განვითარებაში.

აფენის, ფოდაანის, გვიმრიანის, ზემო და ქვემო ნაშოვარის, ჭაბუკიანის, ონანაურისა და ბაღდადის მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ჯამბურია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

წელს, აფენის თემის სოფლებისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამში 120 000 ლარია გამოყოფილი.