10 ივლისის მონაცემებით, ექსპორტზე გასული ატმის საერთო მოცულობამ 5613 ტონა შეადგინა!
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია და გურჯაანის მერი – არჩილ ხანდამაშვილი, მერის წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად არის ჩართული მიმდინარე პროცესებში და აწარმოებს კომუნიკაციას ფერმერებთან, რათა დროულად მოხდეს მუშაობის დროს წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების მოგვარება.
✔️ამ დროისთვის გურჯაანში სულ მოკრეფილია 16 813 ტონა მოსავალი.
✔️დღევანდელი მონაცემებით ატმის ფასი 80 თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობს, ხოლო ვაშლატამის 60-დან 80-თეთრამდე, რაც გამომდინარეობს პროდუქციის ხარისხიდან.
ამ დროისთვის ხილის ექსპორტირება ხდება სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, უზბეკეთში, უკრაინასა და უკვე ბელორუსიაშიც.
სოფლის მეურნეობის სააგენტო ხელს უწყობს ექსპორტიორებს პროდუქციის გამარტივებული წესით გატანაში.