მიმდინარე წლის 1 მაისიდან 6 აგვისტოს პერიოდში 17,9 ათასი ტონა ატმის და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 20,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით- გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა 647 ტონით (4%-ით), ხოლო ღირებულება 1,9 მილიონი აშშ დოლარით (10 %-ით) გაიზარდა.