Home დღის ამბები არჩილ თხლაშიძე –  ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა ემსახურო საკუთარ ქალაქს და ქვეყანას

არჩილ თხლაშიძე –  ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა ემსახურო საკუთარ ქალაქს და ქვეყანას

 

თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს 3 დეკემბერს  უფლებამოსილების ვადა ეწურება. საკრებულოს თავმჯდომარე „მთავარი ამბები კახეთთან“ საუბრისას,   ოთხი წლის განმავლობაში საკრებულოს საქმიანობას აფასებს. არჩილ თხლაშიძის შეფასებით, ამ წლებში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი.

„თელავის  საკრებულომ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში დაამატა საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა 1 წლამდე ასაკის ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების დაფინანსება.

ეს  პროგრამა   მიზნად ისახავს უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეების სოციალური და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას, ასევე  სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივით შეიქმნა ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება, ინიციტივების მხარდაჭერა და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.

ფრაქციაქართული ოცნებამრეწველებისინიციატივით შემუშავდა გაზიფიცირების გარეშე დარჩენილ თეთრიწყლების თემის სოფლებში  და სოფელ ლეჩურში მუდმივად მცხოვრები ოჯახების თხევადი აირით დახმარების პროგრამა, რაც მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობისთვის.“  

საკრებულოს თავმჯდომარე მისი მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, თელავის მუნიციპალიტეტში 2020 წლიდან ხორციელდება მუსიკათერაპიის პროგრამა, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე 18 წლამდე ასაკის მოზარდებზეა გათვლილი.

მუსიკათერაპია ფსიქოთერაპიის ახალი მიმართუებაა, რომლის შედეგები ძალიან ეფექტურიდა პოზიტიურ გავლენას ახდებს  სხვადასხვა დარღვევის მქონე პირებზე,  აღნიშნული თერაპია ფსიქოლოგიური დარღვევების მქონე ბავშვებში ხელს უწყობს ადეკვატური თვითშეფასების გამომუშავებას, საკუთარი თავის გამოხატვასა და განვითარებას

ასევე დაფინანსდა 18 წლამდე ასაკის სმენადაქვეითებული ბავშვთათვის სმენის აპარატების შეძენა. რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია.

აღსანიშნავია, რომ საკრებულომ მიიღო  დადგენილება, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე  წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებას ითვალისწინებს.  რაც ჩვენს მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებას მნიშნელოვნად შეუწყობს ხელს.

საკრებულოს თავმჯდომარე ასევე საუბრობს მომავალი წლის ბიუჯეტზეც. როგორც განმარტავს:

„თელავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტზე აქტიურად იმუშავა ყველა კომისიამ და თითქმის ყველა ფრაქციამ. საკრებულომ მერიას  ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით, კანონით დადგენილ ვადაში დაუბრუნა.“

თხლაშიძე  თელავის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას უსურვებს და იმედოვნებს, რომ წარმომადგენლობითი ორგანოს ინიციატივით, მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

„მინდა მადლობა გადავუხადო თელავის მუნიციპალიტეტის  ყოფილ მერს შოთა ნარეკლიშვილს და მის გუნდს,  ერთობლივი, საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობისთვის. აქვე წარმატებას ვუსურვებ  ახალ მერს ლევან ანდრიაშვილს.

მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის 2017-21 წლების მოწვევის საკრებულოს არაერთი მადლობა აქვს მიღებული, სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. მე მჯერა, რომ როგორც წინა წლებში, ასევე მომავალშიც თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო კვლავ ყველაზე ღია და გამჭვირვალე საჯარო დაწესებულება იქნება. 

ასევე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა ვუთხრა თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს  წევრებს.  ჩვენი მუშაობის შედეგად წინა წლების ბიუჯეტის პროექტები, გენდერულ ჭრილში,  მაქსიმალურად სწორად იყო დაგეგმილი. “

„მთავარი ამბები კახეთის“ კითხვაზე, გეგმავს თუ არა, არჩილ თხლაშიძე საჯარო დაწესებულებაში სამომავლოდ კვლავ მუშაობას, მან ასე უპასუხა:

”ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა ემსახურო საკუთარ ქალაქს და ქვეყანას. არ აქვს მნიშვნელობა, სად იმუშავებ. მთავარია, სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებოდე, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე“.