ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში ფოლკლორულ ანსამბლ “ყვარელი”- ს დაარსებიდან 20 და ასევე, ყვარლის სალოტბარო სკოლის დაარსებიდან 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას სალოტბარო სკოლის ხელმძღვანელი და ლოტბარი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, საფრანგეთის ქ. კონფოლანის დიდი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი – ირაკლი მათიკაშვილი უძღვებოდა.
აღნიშნულ ღონისძიებას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი, ა.ა.ი.პ ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი მაია ზარდიაშვილი, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.